მთავარისაქართველოსულ სხვა ამბავი...

სულ სხვა ამბავი…

ნატალია ლაგაზაშვილი ავტობუსის მძღოლია, მისი სამუშაო დღე დილის 5 საათზე იწყება… მწვანე ავტობუსი დეპოში დგას და ელოდება. ნატალია საჭეს მიუჯდება და ვარკეთილისკენ მიემართება. ის პროფესიით ექიმი-რეაბილიტოლოგია. მაგრამ ცხოვრების გარემოებების გამო, პირველი პროფესიით მუშაობა დროებით ვერ გააგრძელა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაიწყო მუშაობა.

„ძალიან მიყვარს ხალხთან ურთიერთობა და მათთან კომუნიკაცია, როცა გრძნობ მათგანაც ამ დადებით ემოციას, სიყვარულს და მადლიერებას, ეს მხდის ბედნიერს, ყველაზე მეტად ეს მომწონს“, – ამბობს ნატალია ლაგაზაშვილი.

ახლა ნატალია თავის პირველ პროფესიას დაუბრუნდა, მაგრამ ეს ახალი საქმეც ვეღარ მიატოვა. ამბობს, რომ საჭესთან ჯდომა, კიდევ სულ სხვა ამბავია. ზიხარ, ხალხი გადაგყავს და ათას რამეზე ფიქრობ… გარშემო კი ცხოვრება დუღს და ყოველ წამს რაღაც ახალი და დასამახსოვრებელი მოაქვს.

„გაჩერებაზე ვარ და მორბის ერთი ბიჭი, რომელსაც ხელში ვარდი უჭირავს და მეუბნება, როგორ გეძებდითო… თქვენ ერთადერთი ხართ ვინც გვამჩნევს, გვესალმება და მადლობას გვიხდისო“, – იხსენებს ნატალია.

ავტობუსის მძღოლი ყველა მგზავრს არ ამახსოვრდება, მაგრამ ის ყველამ იცის, თუ რა არის მათთვის მთავარი – უსაფრთხოდ გადაადგილება და მშვიდ, მოწესრიგებულ გარემოში მგზავრობა.

„დავდივართ მხიარულად, კარგად, მშვიდად, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის“, – ამბობს ნათია ცერცვაძე, მგზავრი.

ახალი პროფესიის სრულყოფილად დაუფლება მარტივი არ ყოფილა –

„ჰქონდა პატარ-პატარა პრობლემები, მაგრამ ყველაფერს შეეჩვია, ყველაფერი კარგად არის და ახლა მაგალითია გოგონებისთვის – თუ როგორ უნდა იმუშაონ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე“, – თქვა ნიკოლოზ წიკლაურმა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელმა.

ნატალიას დიდი ოჯახი ჰყავს. მათ სანახავად დროს ყოველთვის ვერ პოულობს, ამიტომ, მათთან შეხვედრა ზოგჯერ ავტობუსის გაჩერებაზე უწევს.

„ყველაზე მაგარი შეხვედრის ადგილი არის მარშრუტი, რომელზეც დედა მუშაობს. თუკი სადმე თვალს მოვკრავ, აუცილებლად ვაჩერებთ. ერთმანეთს მოვესიყვარულებით. მერე მე ვაგრძელებ ჩემს გზას და ის – თავისას“, – დათო ლაგაზაშვილი, ნატალიას შვილი.

ნატალია რამდენიმე წელია ახალ წელს ავტობუსში ხვდება. გამონაკლისი არც წლევანდელი წელია. ამბობს, რომ კონკრეტული დღე ან დღესასწაული არ არის საჭირო იმისათვის, რომ ოჯახთან ერთად დრო ბედნიერად გაატარო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend