მთავარიევროპაუკრაინარუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ხარკივისა და ხერსონის რეგიონებზე

რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ხარკივისა და ხერსონის რეგიონებზე

უკრაინის სამხრეთში, ზაპორიჟიის რეგიონში, რუსეთის თავდასხმებს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 9 კი დაიჭრა.

უკრაინის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ სოფელ ბილენკეში 2 მეთევზე დაიღუპა, სოფელ ორიხივში კი – ერთი ადამიანი.  რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ხარკივისა და ხერსონის რეგიონებზეც.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების კონგრესსა და პრეზიდენტ ბაიდენს სამხედრო დახმარებისთვის.

მიმდინარე წელს უკრაინას  თავდაცვის 34-ე, ჯამში კი, რუსეთის აგრესიის დაწყებიდან,  54-ე პაკეტი გადაეცა. უკრაინის პრეზიდენტი ასევე მადლობას უხდის ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას კონკრეტული ამოცანის შესრულებაში, რომელიც რუსული ტერორის დამარცხებას ითვალისწინებს.

ახლა დაჭრილების ევაკუაციისთვის პოლიციის ვერტმფრენები ყველაზე სწრაფი საშუალებაა. მათი გამოყენებით უკვე გადაარჩინეს 2500-ზე მეტი ადამიანი. იქ, სადაც საევაკუაციო მანქანას რამდენიმე საათი სჭირდება, ვერტმფრენით მისვლა უფრო მცირე დროშია შესაძლებელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend