მთავარიევროპაუკრაინააშშ-მ უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გადაცემის შესახებ განაცხადა

აშშ-მ უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გადაცემის შესახებ განაცხადა

შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გადაცემის შესახებ განაცხადა. ეს უკანასკნელი პაკეტია, რომელსაც შეერთებული შტატების კონგრესის თანხმობა არ სჭირდება.

ამავდროულად, გრძელდება მოლაპარაკებები რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის 61 მილიარდი დოლარის დახმარების დამტკიცებასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროა კონგრესის მყისიერი მოქმედება.

უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ოლექსანდრ კამიშინმა კი უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის 2023 წლის მიღწევები შეაჯამა და მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით,  უკრაინა მუშაობს, რათა კიდევ უფრო განვითარდეს, რადგან შეიარაღებული ძალების საჭიროება გაცილებით მეტია. ამ ყველაფერს კი ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და ფხვნილების ნაკლებობა აფერხებს. მათი რაოდენობა მწირია არა მარტო უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ოლექსანდრ კამიშინი დასძენს, რომ ისინი ამ ნივთიერებების წარმოებას გეგმავენ.

მიმდინარე წელს, დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში უკრაინამ  დანიის მთავრობისგან უკვე მიიღო „ლეოპარდის“ ტიპის 10  ტანკი. ჯამში უკრაინას 100 ტანკი გადაეცემა. ფრონტის ხაზიდან მოშორებით, საწვრთნელ მოედანზე, სატანკო ბრიგადები ბრძოლისთვის ემზადებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend