მთავარიგადაცემებიNotes from the USAროდ-აილენდის მუსიკალური მემკვიდრეობა - ფოლკლორი ნიუპორტში

როდ-აილენდის მუსიკალური მემკვიდრეობა – ფოლკლორი ნიუპორტში

დიდებული სანაპირო ზოლით, სამზარეულოთი და  სილამაზით ცნობილი ქალაქი ნიუპორტი  მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით გაგაოცებთ. ხელოვნებით შთაგონებულმა სინატიფემ ამ ქალაქში ცოცხალი მუსიკის სიყვარულს დაუდო სათავე.

როდ-აილენდზე მდებარე ქალაქი ნიუპორტი ბოსტონიდან სულ რაღაც 90 წუთის სავალზეა. ეს საპორტო ქალაქი საოცარი მუსიკალური მემკვიდრეობით არის ცნობილი. ამ ფოლკლორული მუსიკით სავსე ზღვისპირა ქალაქს ამერიკაში ცოცხალი მუსიკის მოყვარულის სახელი აქვს.

ამ ქალაქში უამრავი გასართობია, ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებათ რესტორნები და ბარები, სადაც  უკრავს ცოცხალი მუსიკა.

აქ ყოველ წელს იმართება ნიუპორტის ფოლკლორული მუსიკის ფესტივალი. სწორედ ამ ფესტივალზე გამოდიოდნენ ისეთი ლეგენდარული შემსრულებლები, როგორებიც იყვენენ: ბობ დილანი, ჯონი კეში და ჯონი მიჩელი. ამ ფესტივალზე მეტის გასაგებად  შევხვდი ჯეი სვიტს, ამ ფესტივალის აღმასრულებელ დირექტორს.

„სიმართლე გითხრათ, ეს ფესტივალი უფრო იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც ერთგვარად უპირისპირდებიან ავტორიტარიზმს და თანასწორობას ემხრობიან. თუ არ გაქვს სახლი, მაშინ ერთი ჩვენგანი ხარ, რადგან, სავარაუდოდ, რაღაც ისეთს აკეთებ, რაც არ არის კონფორმისტული. სწორედ ასეთ ხალხს ვთვლი ჩემს ძირითად აუდიტორიად, ამათ ვუწოდებ ხალხს. ესაა ფოლკლორი,“ – ამბობს ჯეი სვიტი.

უსაფრთხო ადგილი „უკომპრომისო მუსიკოსებისთვის“

ნიუპოსტის ფოლკლორულ ფესტივალზე ბილეთები 30 წუთში ისე იყიდება, რომ გამომსვლელებს არც ასახელებენ.  ყველა ბილეთი იყიდება ისე, რომ არავინ იცის, ვინ დაუკრავს. ჯეი თვლის, რომ ეს ნამდვილად გამოარჩევს ნიუპოსტს სხვა ფესტივალებისგან.

„ეს უზარმაზარი ნდობაა. ჩვენი ვალია, რომ მაყურებელს ისეთი წარმოდგენა გავუმართოთ, რომელიც გამოაცოცხლებს,“  -განმარტავს ჯეი. „პირველივე ფესტივალიდან მოყოლებული ეს იყო ადგილი, რომელიც უსაფრთხო სავანედ ითვლებოდა ყველა უკომპრომისო მუსიკოსისთვის, ასე ვუწოდებ მე მათ. საჭირო იყო უსაფრთხო ადგილი იმ ხელოვანებისთვის, რომლებიც ხელისუფლებას სიმართლეს ეუბნებოდნენ, ადგილი, სადაც ამას შეძლებდნენ. ადვილი არ არის ამ ნაპერწკლის შენარჩუნება, ის  არ უნდა ჩაქრეს.“

ამ ფესტივალზე ბობ დილანმა 1965 წელს ჩაატარა   ელექტრონული მუსიკის პირველი კონცერტი. ეს პერიოდი ახლა როკის ისტორიაში გარდამტეხ მომენტად ითვლება. მაგრამ ჯეი თვლის, რომ თუ გინდა ნიუპორტი მართლა გაიცნო, აუცილებლად ქალაქის სანაპირო წყლებში უნდ აგახვიდე.

განმარტოებული ადგილი

ნიუპორტს გარს 643 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი აკრავს. აქ მდებარეობს კუნძული როუზ აილენდი, სადაც არის ძველი შუქურა, რომელიც ტურისტს შეუძლია მთელი ღამით დაიქირაოს და რომელთანაც მხოლოდ ნავით შეიძლება მისვლა.

„პრინციპში აქ მხოლოდ საწოლი დგას, საუზმის გარეშეა. თვითონ მოგაქვს სურსათი და საჭმელი უნდა მოამზადო   გაზის ქურაზე ან გრილზე, და მშვენიერი რამის გასათევი ადგილიც გაქვს. თავისუფლად შეიძლება აქ მოსვლა, თუ გინდა მთელ შუქურას დაიქირავებ,“ – გვიხსნის გიდი დევიდ მაკკარდი.

მუსიკოს ფოი ვანსისთვის ეს არის ადგილი, სადაც განმარტოება შეიძლება.

„სიამოვნებით მოვიდოდი აქ, აქაურობა იდეალურია სიმღერების დასაწერად, რომ მოსცილდე ყველაფერს,“ – ამბობს ფოი.

ორიგინალური მუსიკა და ანდერგრაუნდი

ნიუპორტი არის ადგილი, სადაც იპოვი ორიგინალურ მუსიკას, შესანიშნავ სამზარეულოსა და კარგ ადგილებს კონცერტებისთვის –  ასე ფიქრობს

ბილ ბართოლომეუსი ადგილობრივი მუსიკოსი, ჟურნალისტი და ფოლკლორის მოყვარული, რომელმაც თავისი საყვარელი ადგილების შესახებ მოგვიყვა:

„ჩემი აზრით, ხელოვნების გარდა, ამ კუნძულს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია კოლონიისდროინდელი ისტორიის თვალსაზრისით. აქ არსებობდა მწერლობისა და მხატვრობის ტრადიცია. თუ ნიუპორტის ისტორიას გადაავლებ თვალს, ის მუდამ იყო კულტურის მაგიური ეპიცენტრი. აშკარაა, რომ აქაურობა დიდებულია ჩვენთვის, ხელოვანებისთვის, მაგრამ ასევე ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ასეთი ტიპის სამყაროში სურს მოხვედრა.“

ბილის აზრით  ერთი ასეთი ადგილია  Pour Judgement-ი, „სადაც ყოველ ღამეს რაღაც საინტერესო ხდება.“ თუმცა ნიუპორტის მუსიკალური სამყაროს საუკეთესო წარმომადგენელია ანდერგრაუნდი, რომელიც სრულიად ღიაა საზოგადოებისთვის.

ნიუპორტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სრულიად ნათელი გახდა, თუ რატომ გამოირჩევა ეს მდიდარი არტისტული მემკვიდრეობის მქონე ქალაქი   ცოცხალი მუსიკის სიყვარულით, რომელიც  სანაპიროს ულამაზესი პეიზაჟების ფონზე სრულდება, რომელიც სავსეა იდუმალებითა და სიმშვიდით. აი, ასეთია ნიუპორტი – საკვირველებათა ზღვისპირა ქალაქი.

ავტორი:  სარა დინი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend