„ჩვენ გვყავს მებრძოლები ხმელეთზე, ხანდახან მიწის ქვეშაც. ჩვენ გაკვირდებით ციდან და გეუბნებით: გხედავთ და მოვალთ თქვენთან. ომს ვაგრძელებთ…“ – ამ სიტყვებით მიმართა ისრაელის პრემიერმა “ჰამასს“.
მისივე თქმით, ისრაელის სამხედროები გეგმავენ გააფართოონ სახმელეთო შეტევა ალყაში მოქცეულ ღაზის სექტორში.
“Hamas has their hands on @UNRWA administration workers… it manages UNRWA.”
The people of Gaza know it—it’s time the world knew it too. pic.twitter.com/Gw66fQItTJ
— Israel Defense Forces (@IDF) December 27, 2023
ახალი პოტენციური საბრძოლო ზონები კი ნიშნავს კიდევ უფრო მეტ განადგურებას ომში, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, კიდევ რამდენიმე თვეს გასტანს.
ახლა ისრაელის მიზანია გაათავისუფლოს მძევლები. ჯერ კიდევ 100-ზე მეტი პირი რჩება “ჰამასის” ტყვეობაში. ისრაელში ამბობენ, რომ ომი შეწყდება მაშინ, როცა მძევლები გათავისუფლდებიან და როცა ტერორისტული დაჯგუფება იარაღს დაყრის.
თუმცა “ჰამასი” არ აპირებს გაჩერებას. ომში კი 21 000-ზე მეტი პალესტინელი უკვე დაიღუპა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ შობის ღამეს ლტოლვილთა ბანაკზე იერიშის შემდეგ სექტორში თითქმის ყველა საავადმყოფომ შეწყვიტა მუშაობა.
“We are gravely concerned about the continued bombardment of Middle Gaza by Israeli forces, which has claimed more than 100 Palestinian lives since Christmas Eve.” Human Rights Office spokesperson#Gaza #OPT #IHL #CeasefireNOW #Christmas
Full Statement👇https://t.co/8BhemyetAn
— UN Human Rights OPT (@OHCHR_Palestine) December 26, 2023
საერთაშორისო ზეწოლა კი იზრდება ისრაელზე, რომ შეამსუბუქოს სამხედრო ოპერაცია. მიუხედავად ამისა, თავდაცვის ძალები გაჩერებას არ აპირებენ და ცენტრალური ღაზის ლტოლვილთა ბანაკებში მყოფ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.
ამის პასუხად კი მოქალაქეები ამბობენ, რომ ვერსად წავლენ, რადგან წასასვლელი აღარსად აქვთ.

