მთავარიაზიაღაზაგასულ 24 საათში ისრაელის მხრიდან დაბომბვას 241 პალესტინელი ემსხვერპლა

გასულ 24 საათში ისრაელის მხრიდან დაბომბვას 241 პალესტინელი ემსხვერპლა

მიუხედავად გაეროს შეშფოთებისა, ისრაელის არმია განაგრძობს ალყაში მოქცეულ ღაზის სექტორზე თავდასხმას.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის იერიშების დაწყებიდან დაიღუპა 20 915 პალესტინელი, დაშავდა 54 591 ადამიანი, რომელთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაბომბვას 241 პალესტინელი ემსხვერპლა.

პალესტინელები გლოვობენ ისრაელის დაბომბვის შედეგად დაღუპულ ახლობელს, 26 დეკემბერი, ღაზა – AP

ისრაელის არმიის გაერთიანებული შტაბის უფროსის ჰერზი ჰალევის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში „ჰამასის“ ბატალიონს მალე გაანადგურებენ. ომი კიდევ რამდენიმე თვეს გასტანს.  ისინი აგრძელებენ მუშაობას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, რათა დიდხანს შეინარჩუნონ მიღწეული შედეგები.

26 დეკემბერს ისრაელის მხარემ ჩრდილოეთ ღაზაში დაღუპული ადამიანების ცხედერები პალესტინის ოფიციალურ წარმომადგენლებს გადასცა.

გადაუდებელი დახმარების კომიტეტის ხელმძღვანელი რაფაჰში მარვან ალ-ჰამსი ამბობს, რომ კონტეინერებს ვერ გახსნიან  დასახლებულ უბნებში. ისინი მუშაობენ შესაბამის სამსახურებთან ერთად, რომ ცხედრები გადაასვენონ სასაფლაოზე.

მარვან ალ-ჰამსის თქმით, პალესტინის ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროები  ეტაპობრივად აღნუსხავენ  ყოველ შემთხვევას, მათ შორის ომის დანაშაულებს, რომლებიც ისრაელის საოკუპაციო არმიამ ჩაიდინა.

ოთხი დღის წინ გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ღაზაში დიდი მოცულობის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ითვალისწინებს.  მისიის ხელმძღვანელად გაერომ  ნიდერლანდელი მინისტრი სიგრიდ კააგი დანიშნა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend