მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკი: “ვლოცულობთ თავისუფლებისთვის, გამარჯვებისთვის, უკრაინისთვის"

ვოლოდიმირ ზელენსკი: “ვლოცულობთ თავისუფლებისთვის, გამარჯვებისთვის, უკრაინისთვის”

უკრაინის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, უკრაინამ შობა 25 დეკემბერს წელს პირველად აღნიშნა. ეს უკრანის ეკლესიის მორიგი გადაწყვეტილებაა, რათა სრულად ჩამოშორდეს რუსეთის საპატრიარქოსა და მის გავლენას.

უკრაინელ ხალხს შობის დღესასწაული მიულოცა ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელინსკიმ. მისი განცხადებით მეორე წელია, უკრაინა შობას სხვა ხვდება.

„მილიონობით უკრაინელი საღამოს ცაზე დღეს პირველი ვარსკვლავის გამოჩენას ელოდება, რაც შობის დადგომას გვაუწყებს. ეს დიდი საეკლესიო დღესასწაულია. ასევე მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული. ოჯახური დღესასწაული. შობა რომელიც ყოველთვის უყვართ ბავშვებს და რომელსაც მუდამ ელიან უფროსი. შობა გულებს შუქით გვივსებს და ყოველთვის გვაძლევს იმედს. უკვე მეორე წელია, შობას სხვა ფრომით ვხვდებით. ეს არის შობა სრულმასშტაბიანი ომის დროს. ახლა შობას განსხვავებული განწყობა, კონტექსტი და გემო აქვს. და სახლში გამართული ოჯახური ვახშამი ჩვეულებრივისგან განსხვავდება. რადგან შობას ყველა სახლში ვერ ვხვდებით. ყველას არ აქვს სახლი. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა არა ის, თუ რა კერძები დევს მაგიდაზე, არამედ ვინ ზის მაგიდის გარშემო და რა ძვირფასია მათთან ერთად ყოფნა.

ყოველდღე ვლოცულობთ თითოეული ჯარისკაცისთვის. ჩვენ ვლოცულობთ ომის დასრულებისთვის. ვლოცულობთ გამარჯვებისთვის. დღესაც ასე მოვიქცევით. სადაც არ უნდა ვიყოთ. სადაც არ უნდა გავატაროთ შობა. დღეს ყველა უკრაინელი ერთადაა. შობას ყველა ერთად ვხვდებით. როგორც ერთი დიდი ოჯახი, როგორც ერთი ერი, როგორც ერთიანი ქვეყანა. და დღეს ჩვენი საერთო ლოცვა იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე.

და ბოლოს, სიბნელე დამარცხდება. ბოროტება დამარცხდება. დღეს ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, ჩვენი საერთო ოცნება. ჩვენ ვლოცულობთ თავისუფლებისთვის,  გამარჯვებისთვის, უკრაინისთვის და იმ დღისთვის, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ სახლში მშვიდობიან გარემოში შევხვდეთ შობას”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend