მთავარიმსოფლიორომის პაპი:"იარაღის დიდი რაოდენობით წარმოება ხელს უშლის მსოფლიოში მშვიდობის დასადგურებას"

რომის პაპი:”იარაღის დიდი რაოდენობით წარმოება ხელს უშლის მსოფლიოში მშვიდობის დასადგურებას”

რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან წარმოთქვა საშობაო სიტყვა, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებსა და მშვიდობას ეხებოდა. მან მწუხარება გამოხატა 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთ ნაწილზე თავდასხმასთან დაკავშირებით და „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. პაპმა ფრანცისკემ ყოველწლიურ გამოსვლაში ასევე ახსენა უკრაინა-რუსეთის, სომხეთ-აზერბაიჯანისა და სირია-იემენის კონფლიქტები.  მან გააკრიტიკა სახელმწიფოების მხრიდან დიდი რაოდენობით იარაღის წარმოება და აღნიშნა, რომ ეს ხელს უშლის მსოფლიოში მშვიდობის დასადგურებას.

 “ომისთვის არას თქმა ნიშნავს იარაღისთვის არას თქმას. ადამიანის გული სუსტი და იმპულსურია, თუ ჩვენს ხელში სასიკვდილო ინსტრუმენტებს ვიპოვით, ადრე თუ გვიან მათ გამოვიყენებთ. და საერთოდ, როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ მშვიდობაზე, როდესაც იარაღის წარმოება, გაყიდვა და ვაჭრობა მუდმივად იზრდება?

ბევრმა არ იცის, თუ რამდენი ძალადობა და მკვლელობა ხდება ამ გამაყრუებელი სიჩუმის ფონზე. ადამიანებს, რომლებსაც სურთ არა იარაღი, არამედ საკვები, ომისგან თავის დაღწევას ცდილობენ და მხოლოდ მშვიდობის სურვილი აქვთ, მათ წარმოდგენა არ აქვთ, თუ რამდენი სახელმწიფო რესურსი იხარჯება იარაღზე. არადა, ეს  აუცილებლად უნდა იცოდნენ. ამაზე უნდა ვწერდეთ და ვსაუბრობდეთ, რათა გამოაშკარავდეს ინტერესები და მოგება, რომელიც ომის მარიონეტულ სიმებს ამოძრავებს”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend