მთავარისაქართველოოპერაციის შემდეგ მიუსაფარი ძაღლის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ოპერაციის შემდეგ მიუსაფარი ძაღლის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ძალიან მძიმეა იმ ძაღლის მდგომარეობა, რომელსაც ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანება მიაყენეს. მიუსაფარი ძაღლი თავდაპირველად ბაღდათის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებმა შეამჩნიეს და შემდეგ კვლავ მოქალაქეების დახმარებით შესაძლებელი გახდა ცხოველის თბილისში ერთ-ერთ ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანა და მკურნალობის დაწყება. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ძალიან რთული ოპერაცია, უფრო ზუსტად დეკომპრესირებული ტრეპანაცია, რომელიც თავის ქალიდან დაზიანებული, მოტეხილი ნაწილის მოცილებას გულისხმობს. ოპერაციამ როგორც ვეტერინარები ამბობენ კარგად ჩაიარა, თუმცა მიუსაფარი ცხოველის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე რჩება. ქირურგიული ჩარევა ნეიროქირურგებმა ჩაატარეს.

ვეტერინარების განცხადებით, უამრავი ცხოველი მიუყვანიათ მათთან სხვადასხვა რთული მდგომარეობით, თუმცა ამ მომენტამდე მათ ნეიროქირურგების დახმარება არასდროს დასჭირვებიათ.

24 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანდა რომ ძაღლი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და პირიდან სისხლი სდიოდა. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ძაღლს საახალწლო ასაფეთქებელი მოწყობილობით მიაყენეს ზიანი. ეს მოსაზრება ვეტერინარების თქმით გამოირიცხა, რადგან მიუსაფარ ცხოველს არ აღენიშნება დამწვრობა, თუმცა აღინიშნება ბლაგვი საგნით თავის ქალის არეში მიყენებული დაზიანება და პნევმატიკური იარაღის ტყვიები, რომლებიც ძაღლს ბოლოს მიყენებულ ჭრილობამდე გაცილებით ადრე აქვს ნასროლი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend