ისრაელსა და “ჰამასს” შორის საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ცენტრალურ ღაზაში, მაღაზის ლტოლვილთა ბანაკში ისრაელის სარაკეტო იერიშს სულ მცირე 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოქალაქეების თქმით, ისრაელი საცხოვრებელ რაიონებსა და მშვიდობიან მოსახლეობას მიზანმიმართულად ესხმის თავს. მათი თქმით, ღაზაში უსაფრთხო ადგილი აღარ არსებობს.
დაჭრილები ალ-აქსას საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ღაზის სექტორის იმ რამდენიმე საავადმყოფოს შორისაა, რომელიც ჯერ კიდევ ფუნქციონირებს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, სამხრეთ ღაზაში 9 მოქმედი საავადმყოფოა დარჩენილი, ჩრდილოეთში კი არცერთი.
The decimation of the #Gaza health system is a tragedy.
But in the face of constant insecurity and inflows of wounded patients, we see doctors, nurses, ambulance drivers and more continue striving to save lives.@WHO and our health partners will continue working side by side… pic.twitter.com/Lq62KoQI1f
— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) December 24, 2023
ღაზის სექტორი ომის დაწყების დღიდან საკვების, წყლის, საწვავისა და მედიკამენტების სერიოზულ დეფიციტს განიცდის.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათ ჩრდილოეთ ღაზაში გვირაბების ქსელი აღმოაჩინეს. მათი თქმით, “ჰამასი” ამ გვირაბს 7 ოქტომბრის თავდასხმის მომზადების დროს იყენებდა. ისრაელის სამხედროს მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ ქსელი ორ სართულზე იყო აშენებული და მიწის ქვეშ ათეულობით მეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. გვირაბში სამუშაო ოთახები და აბაზანები იყო მოწყობილი. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, “ჰამასი” ამ გვირაბს იარაღის საწყობებად იყენებდა.
🔴WATCH: IDF soldiers exposed Hamas’ northern headquarters.
Dozens of meters deep, the underground headquarters was made up of 2 levels, with an intricate tunnel network—used for directing combat and the movement of terrorists. This network was connected to a shaft leading to… pic.twitter.com/rioSighGz0
— Israel Defense Forces (@IDF) December 24, 2023
დანიელ ჰაგარი, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივანი: “”ჰამასის” მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ მძევლად აყვანილი ისრაელელებიდან 129 ამ დრომდე ტყვეობაში რჩება”.
ისააკ ჰერცოგი, ისრაელის პრეზიდენტი: “ჩვენი დები და ძმები “ჰამასის” ტყვეობაში, არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან. ჩვენი მოვალეობაა ისინი სახლებში დავაბრუნოთ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ამ ომში ჩვენ არჩევანი არ გვქონია. ეს სწორი და მორალურად გამართლებული ბრძოლაა. სამართალი ყველაფერზე გაიმარჯვებს, ყველაფერზე”.
ბოლო მონაცემებით, პალესტინის მხარეს გარდაცვლილთა რაოდენობამ 20 000-ს გადააჭარბა. “ჰამასის” მეთაურების წინააღმდეგ დაწყებული სახმელეთო და საჰაერო შეტევის გამო კი 50 000 პალესტინელი მძიმედ დაიჭრა, იძულებით გადაადგილებულია 2 300 000 ადამიანი.
ისრაელის მხარეს კონფლიქტს 1400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელთა დიდი ნაწილიც “ჰამასის” 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს დაიღუპა.
მიუხედავად ისრაელის თავდასხმის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო ზეწოლისა, ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ “ჰამასის” გასანადგურებლად და დარჩენილი 129 მძევლის გასათავისუფლებლად ყველაფერს გააკეთებს.