უკრაინელები სადღესასწაულო განწყობის შექმნას ცდილობენ. ორგანიზატორებს სურთ, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინელებს კიდევ ერთ რთულ სადღესასწაულო პერიოდში.
,,ომის დროს ოჯახთან კომუნიკაცია ძალიან შეზღუდულია, ამიტომ ყოველთვის, როცა მცირე შესაძლებლობა მიჩნდება, ვცდილობ, ჩემს შვილებთან გავატარო დრო. მინდა, მათ მდგომარეობა შევუმსუბუქო. უკლებლივ ყველა ბავშვი იმსახურებს, რომ ახალ წელს ბედნიერი შეხვდეს”, -ამბობს უკრაინელი ჯარისკაცი ოლექსი.
წელს უკრაინა შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს პირველად აღნიშნავს. როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს დღესასწაულის გადატანის შესახებ. კანონის მიღებასთან დაკავშირებულ განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ამით უკრაინელებს რუსული მემკვიდრეობის წაშლა სურთ.
გამოფენაზე დასწრება ფასიანია. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა უკრაინაში თავშესაფრების მშენებლობას მოხმარდება.
,,ეს გამოფენა ყველა პატარას და იმ შინაგან ბავშვს ეძღვნება, რომელიც ჩვენში მარად ცოცხლობს’’,-ამბობს იაროსლავა გრესი, გამოფენის ორგანიზატორი.
გამოფენა ფართო საზოგადოებისთვის შაბათს გაიხსნება, ჯერჯერობით ის ღიაა მხოლოდ ჯარისკაცებისთვის, მოხალისეებისა და აქტივისტებისთვის.