ისრაელი განაგრძობს სამხედრო ოპერაციას ღაზაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა გუშინ განაცხადა, რომ მიმდინარე თვეს ისრაელმა სახმელეთო და საჰაერო ოპერაციების შედეგად 2000-ამდე პალესტინელი მებრძოლი დახოცა.
ამავდროულად, გაეროს უშიშროების საბჭოში კიდევ ერთხელ გადაიდო კენჭისყრა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. თუმცა ამჯერად შეერთებული შტატების ელჩი გაეროში აცხადებს, რომ აშშ მზად არის, მხარი დაუჭიროს წარდგენილ ახალ რეზოლუციას. რეზოლუციაში შეტანილი ცვლილებების შესახებ ჯერჯერობით დეტალები არ არის ცნობილი.
REPORT: The entire population of #Gaza is experiencing crisis levels of hunger.
Around 26% of Gazans have exhausted their food supplies and coping capacities.
Without access to adequate food, clean water, health and sanitation, families face catastrophic hunger and starvation.
— World Food Programme (@WFP) December 21, 2023
გაეროში აშშ-ის ელჩის ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, თუ რეზოლუცია იმ სახით იქნება წარდგენილი, როგორიც ახლაა, აშშ-ს შეუძლია თანხმობა განაცხადოს
ამასთანავე გრძელდება უთანხმოება ისრაელსა და გაეროს შორის რეგიონში შექმნილი ჰუმინატარული ვითარების გამო. ისრაელის მხარეს მიაჩნია, რომ გაერო ვერ ახერხებს მოთხოვნილი დახმარების კოორდინაციას. გაეროში კი აცხადებენ, რომ შეუძლებელია მუშაობა მუდმივი დაბომბვის ფონზე.
ისრაელის თავდაცვის ძალები მცირე ოპერაციებს ატარებენ დასავლეთ სანაპიროზეც, სადაც გუშინ, 21 დეკემბერს, ისრაელელთა დანაყოფები გამოჩნდნენ. პალესტინური წყაროების მიხედვით, ომის დაწყებიდან 20 000 პალესტინელი დაიღუპა.