მთავარიევროპაისლანდიაექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა დასრულდა

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა დასრულდა

ისლანდიაში თავდაცვით ბარიერებს თხრიან. სამუშაო თითქმის დასრულებულია.  ეს არის მიწის შემაღლებული ბორცვები, რომელთა მიზანი ლავის ნაკადის შემცირება და შეჩერებაა.

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ვულკანი აღარ ამოიფრქვევა,  თუმცა ქვეყნის ეროვნულ მეტეოროლოგიურ სააგენტოში აცხადებენ, რომ ჯერ ნაადრევია რაიმე დასკვნის გამოტანა. ამასთანავე, ლავა ჯერჯერობით აქტიურად მოედინება რეიკიავიკის ნახევარკუნძულზე გაჩენილი ბზარიდან.

გრინდავიკის მკვიდრ დევიდ არნსონს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ   სესხი გადაიხადოს ან ახალი სახლი იქირაოს. მას უკან დაბრუნება მოუწევს. არნსონი ვერც საკუთარ სახლს ყიდის,  რადგან არავის სურს მისი შეძენა.

გრინდავიკის მკვიდრი სიგურდურ ოლი პორლეიფსონი ფიქრობს, რომ მის სახლს დემონტაჟი ჩაუტარდება, რადგან ის თითქმის დანგრეულია, აქ ცხოვრება შეუძლებელია. პოლიციამ გამაფრთხილებელი  ნიშნებიც განათავსა, რომ ამ შენობებში არავინ შესულიყო.

ხელისუფლებამ გრინდავიკის დასახლებაში არსებულ ვითარებასა და საფრთხეებს გადახედა. მოსახლეობა რამდენიმე კვირის წინ გაიყვანეს რეგიონიდან. მთავრობამ მცხოვრებლებს ნება დართო, მცირე ხნით დაბრუნებულიყვნენ და შეემოწმებინათ თავიანთი სახლები.  ბევრ შენობას გაუჩნდა ბზარი. სავარაუდოდ, მათი დემონტაჟი აუცილებელი იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend