მთავარიამერიკააშშსიახლეები ჰოლივუდში

სიახლეები ჰოლივუდში

2024 წელი კინომანებისთვის საინტერესო სიახლეებით იქნება სავსე. მიუხედავად ჰოლივუდში მიმდინარე მსახიობთა გაფიცვისა და გადადებული გადაღებებისა, არაერთი ფილმის პრემიერა მომავალ წელს მაინც შედგება. ამ ფილმებს შორისაა „ჯოკერი“, „დედპული 3“ და „გლადიატორი 2“.

2024 წელს იგეგმება არაერთი ფილმის გამოსვლა, მათ შორისაა ისეთი ნამუშევრებიც, რომლებიც საზოგადოებამ ძალიან შეიყვარა. 2024 წლის ოქტომბრის დასაწყისში გამოვა „ჯოკერის“ კიდევ ერთი ნაწილი. მისი ოფიციალური გადაღებები უკვე დასრულებულია. „ჯოკერი“ დაფუძნებულია DC-ის კომიქსების პერსონაჟზე. მეორე ნაწილშიც ფილმის მთავარ გმირს ხოაკინ ფენიქსი განასახიერებს. ჰარლი ქუინის როლში კი ოსკაროსანი კომპოზიტორი ლედი გაგა იქნება. კიდევ ერთი ფილმი, რომელსაც უამრავი ადამიანი ელოდება – “გლადიატორი ორია”. 24 წლის შემდეგ მაყურებელი ფილმის მეორე ნაწილს იხილავს. ისტორიული დრამის რეჟისორი რიდლი სკოტია, ხოლო მთავარ როლებს პოლ მესკალი, დენზელ ვაშინგტონი და პედრო პასკალი ასრულებენ.

კინომოყვარულები ელოდნენ, რომ 2024 წელს იხილავდნენ “დედპულ სამსაც”, თუმცა ჰოლივუდში მიმდინარე გაფიცვამ გადაღების პროცესი შეაფერხა. ცნობილია, რომ გადაღებების პროცესი 2024-ის იანვარში გაგრძელდება. ფილმი სუპერგმირზეა, რომელიც დაფუძნებულია მარველის კომიქსების პერსონაჟზე.

ჰოლივუდის აქციებს მხოლოდ ფილმების გადაღება არ შეუფერხებია, ზოგიერთი კინოსტუდია დაიხურა, ზოგიერთის პერსონალი კი შემცირდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend