კორონავირუსის ვარიანტის ომიკრონის შტამი JN.1 მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის არის აშშ, ინდოეთი, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი.
ის „საყურადღებო შტამების“ კატეგორიაში გადაიტანეს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, გლობალურად მოსახლეობისთვის ეს შტამი ამჟამად საფრთხეს არ წარმოადგენს და ის შეფასებულია როგორც „დაბალი რისკის მქონე შტამი“, რადგან არსებული ვაქცინები უზრუნველყოფენ უფრო მეტ დაცვას ჯანმრთელობის გაუარესებისგან და ამცირებენ ლეტალურ შედეგებს.
NEW: #COVID19 variant of interest JN.1
Due to its rapidly increasing spread, WHO is classifying the variant JN.1 as a separate variant of interest (VOI) from the parent lineage BA.2.86. It was previously classified as VOI as part of BA.2.86 sublineages.
Based on the available… pic.twitter.com/lvyd3sq1f7
— World Health Organization (WHO) (@WHO) December 19, 2023
ვირუსი, რომელიც იწვევს კოვიდს, მუდმივად იცვლის ფორმას და ხანდახან ის ახალ ვარიანტს ქმნის. სწორედ ასეთი ვარიანტია ომიკრონი, რომელიც გლობალურად დომინირებს დღეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამჟამად რამდენიმე შტამს აკვირდება და კლასიფიცირებული აქვს როგორც „დასაკვირვებელი“, როგორც JN.1, თუმცა არცერთი მათგანი არ მიიჩნევა ჯერჯერობით დიდი რისკის მქონე შტამად, თუმცა მისი გავრცელება მაინც მზარდია.