კატეგორიები
ევროკავშირი პორნოგრაფიული ვებგვერდებისთვის რეგულაციების დაწესებას გეგმავს
კუბი

ევროკავშირი პორნოგრაფიული ვებგვერდებისთვის რეგულაციების დაწესებას გეგმავს

ევროკავშირი პორნოგრაფიული ვებგვერდებისთვის რეგულაციების დაწესებას გეგმავს. ეს რეგულაციები ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტის ნაწილია, რომელიც აქამდე სოციალური ქსელის ძალიან დიდ პლატფორმებზე “ფეისბუკზე”, “ინსტაგრამზე”, X-სა და “გუგლზე” ვრცელდებოდა.

ევროკომისიაში ამბობენ, რომ პორნოგრაფიულ ვებგვერდებზე რეგულაციების დაწესება მათ საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო დეტალურად შეამოწმონ ის, თუ როგორ მუშაობს მათი ალგორითმი.

ახალი რეგულაციები ძალაში 2024 წლის თებერვლიდან შევა.

Latest video