საქართველოში მიუსაფარი ძაღლების პრობლემა წლებია ვერ გვარდება.
ორგანიზაცია Zero Strays Georgia 2015 წელს დაარსდა და მიუსაფარ ძაღლებზე ზრუნავს. ორგანიზაციის წევრები მოხალისეებთან ერთად, მიუსაფარი ძაღლებს კვებავენ, აცრებს უკეთებენ და ზოგჯერ მათ საზღვარგარეთაც გზავნიან.
ამ პრობლემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ორგანიზაციის კომუნიკაციების მენეჯერმა ნათია ჩიქოვანმა ისაუბრა.