მთავარიMagazinesრეგიონში მომსახურების პირველი ინოვაციური ცენტრი "თეგეტასგან"

რეგიონში მომსახურების პირველი ინოვაციური ცენტრი “თეგეტასგან”

თეგეტამ” მომხმარებლებს, პარტნიორებს, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესსექტორისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, მედიას და რაც მთავარია, კომპანიის დიდ გულშემატკივრებს ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი წარუდგინა. ერთი ჰექტრის ფართობის ტერიტორიაზე „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და „თეგეტა მოტორსისშოურუმებია განთავსებული. ეს მასშტაბური და მულტიფუნქციური სივრცე იმისთვის აშენდა, რომ “თეგეტას” მომსახურება კიდევ უფრო ხარისხიანი იყოს. იმისთვის, რომ ავტომობილის შეძენა თუ მოვლა მსურველისთვის ბევრად იოლი და კომფორტული გახდეს.

მომსახურების ინოვაციური ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა. 500-ამდე სტუმრისთვის სპეციალური ტური მოეწყო. ყველას აინტერესებდა, რას სთავაზობს მომხმარებლებს ამჯერად „თეგეტა“ – რა გამოარჩევს ამ უახლეს სივრცეს ყველა დანარჩენისგან და როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა სტუმრებს უთხრეს, აქ ერთდროულად 50 ავტომობილის მომსახურება იქნება შესაძლებელი, ყველა მომხმარებელს კი მომსახურებისთვის ინდივიდუალური მენეჯერი ეყოლება.

ახალ სივრცეში მაღალი სიზუსტის მქონე, თანამედროვე დანადგარებია, მათი გამოყენებით მნიშვნელოვნად მცირდება მომსახურების დრო. ცენტრში გერმანული წარმოების საავტომობილო ამწეები და თანამედროვე, ამერიკული წარმოების ტექნიკაა განთავსებული. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებელს მაღალკვალიფიციური და სპეციალურად გადამზადებული მექანიკოსები მოემსახურებიან. გარდა ამისა, კომფორტულ გარემოში მომხმარებელი სრული მომსახურების მიღებას შეძლებს ელექტრომობილებისთვისაც.

როგორც „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კაჭარავამ აღნიშნა, ახალი შენობა სრულად პასუხობს ენერგოეფექტურობის სტანდარტებს. აქ დამონტაჟებული მზის პანელები საჭირო ენერგიის 75%-ს გამოიმუშავებენ, რაც გარემოზე ზიანის შესამცირებლად უმნიშვნელოვანესია. მზის პანელები პირველად სწორედ ამ საზეიმო მიღებაზე ჩაირთო… ენერგოეფექტურობის უმაღლესი სტანდარტი “თეგეტამ” ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) თანამშრომლობით დანერგა.

შენობისა და ავტომობილების სადგომის სახურავზე მზის 700-ზე მეტი პანელია დამონტაჟებული, რომლებიც წლის განმავლობაში ნახევარ მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებენ. საავტომობილო კომპლექსის განახლება-მშენებლობა ორი წლის განმავლობაში „თიბისისთან“ პარტნიორობით მიმდინარეობდა, მათ სხვებიც შეუერთდნენ და ამჟამად კომპლექსზე დახარჯული ჯამური ინვესტიცია 60 მილიონ ლარს შეადგენს, რაც „თეგეტასთვის“ უპრეცედენტოა.

გრანდიოზულ ღონისძიებაზე გაიხსენეს კომპანიის გზა შექმნის დღიდან წარმატებამდე. წარმატებამდე, რომელმაც მომხმარებლის დიდი ნდობა მოიტანა. და არავინ იცის, რამხელა შრომას მოაქვს ეს ნდობა… რამდენი ადამიანის ძალისხმევამ შეიძლება შექმნას ეს წარმატება და გააჩინოს კიდევ უფრო დიდი და მასშტაბური გეგმები.. ამ საზეიმო დღეს კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა „თეგეტას“ თანამშრომლებს. გუნდს, რომელმაც ეს წარმატება შექმნა. შემდეგ კი ნამდვილი სანახაობა დაიწყო – ჯერ ლაზერული შოუ, ციფრული მულტიმედია ხელოვნების ელემენტების გამოყენებით, შემდეგ ქართული ხალხური ცეკვის კონცერტი. ქორეოგრაფიული ნომრები ანსამბლმა ,,ერისიონმა“ შეასრულა.

და ბოლოს, საგანგებოდ მოწვეული სტუმრებისთვის დაუკრა თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა – კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, “თეგეტას” სცენაზე კლასიკური მუსიკის შედევრები ისმოდა.

ამ დღეს ბევრი ისაუბრეს ევროპულ ღირებულებებზე, დასავლურ სტანდარტებზე, რომლებიც თითქმის ყველა სფეროში ხარისხის გარანტიაა. „თეგეტას“ მიზანიც ეს არის – კიდევ ბევრი ათეული წელი იმუშაოს სწორედ ევროპული ანუ უმაღლესი, დასავლური სტანდარტებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend