მთავარიაზიაჩინეთიჩინეთში მიწისძვრის შედეგად 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში მიწისძვრის შედეგად 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 700-ზე მეტი დაშავდა დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში განსუსა და ცინხაიში. ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი განსუს პროვინციაში მდებარეობდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის მაგნიტუდა 5.9 იყო. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მხოლოდ განსუში განადგურებული და დაზიანებულია 4782 სახლი, წყლით მომარაგების სისტემა, ელექტროგადამცემი ხაზები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.

ჩინეთის მთავრობამ მიწისძვრის ეპიცენტრში ათასობით მაშველი, მათ შორის 1440 მეხანძრე, მედპერსონალი და სამართალდამცველი გაგზავნა. ამავდროულად უსახლკაროდ დარჩენილი ხალხისთვის გაიგზავნა ათასობით ბამბის კარავი, ათიათასობით ქურთუკი და ყველა საჭირო საშუალება იმისთვის, რომ ღამით -10 გრადუს ყინვას გადაურჩნენ.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა შესაბამის სამსახურებს მოუწოდა მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაციისკენ, რათა მსხვერპლი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend