მთავარისაქართველოადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთი დამნაშავედ ცნო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთი დამნაშავედ ცნო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაცია დამნაშავედ ცნო და დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია მისი სიცოცხლის უფლება.

სასამართლომ რუსეთს გარდაცვლილის ოჯახისთვის არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ამავე გადაწყვეტილებით, დადგინდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევაც, რადგან რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები.

ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წლის 19 მაისს მოკლეს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან. მისი ოჯახის ინტერესებს საერთაშორისო სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი“ იცავდნენ.

იურისტები ამბობენ, რომ რუსეთის მხრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულება, სავარაუდოდ, არ მოხდება, მაგრამ საქმე მაინც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. დღეს, 19 დეკემბერს, გიგა ოთხოზორიას დედამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქმე საბოლოოდ დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა დაისჯება გიგას მკვლელობაში ბრალდებული ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯიოღლი. მოკლულის დედა გადაწყვეტილების აღსრულების პასუხისმგებლობას საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას აკისრებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend