მთავარიაზიაღაზასაერთაშორისო პარტნიორები ისრაელის მთავრობას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

საერთაშორისო პარტნიორები ისრაელის მთავრობას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

ისრაელი „ჰამასის“ მებრძოლებზე იერიშებს აგრძელებს. საერთაშორისო პარტნიორები კი ისრაელის მთავრობას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებები მას შემდეგ გახშირდა, რაც ერთ-ერთ იერიშს შემთხვევით სამი ისრაელელი მძევალი ემსხვერპლა.

ომის შედეგად ჩრდილოეთ ღაზის დიდი ნაწილი მიწასთანაა გასწორებული. დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. გადარჩენილთა დიდი ნაწილი კი ალყაშია მოქცეული.

პალესტინელები დაბომბის შემდეგ ღაზის სექტორში – Euronews

პალესტინის მოსახლეობა მწირ ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული

პალესტინელები ჰუმანიტარულ დახმარებას ინაწილებენ, რაფა. 17 დეკემბერი, 2023 – Fatima Shbair/Copyright 2023 The AP. All rights reserved.

კვირას ადგილობრივმა მოსახლეობამ ის დახმარების სატვირთო მანქანები გააჩერა, რომლებიც ეგვიპტიდან რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით შევიდნენ ღაზაში. მათ ტვირთის ხელში ჩაგდება სცადეს.

ისრაელი დათანხმდა საკუთარი სასაზღვრო გადასასვლელი პუნქტი გახსნას კერემ შალომში, რომ ღაზაში მეტი ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს

ევროპელი დეპუტატების ჯგუფი, რომელიც რაფაჰის სასაზღვრო პუნქტზე ჩავიდნენ, ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ცენტრისტული საპარლამენტო ჯგუფის „განაახლეთ ევროპის“ წევრი ევროპარლამენტარები საფრანგეთიდან, შვედეთიდან და ირლანდიიდან არიან.

„არსებობს საერთო სურვილი, რომ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები. ერთი მხრივ, ეს მნიშვნელოვანია, ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის საკეთილდღეოდ. მეორე მხრივ, კი საჭიროა გამოიძებნის გამოსავალი იმ მძევლებისთვის, რომლებიც „ჰამასის“ ტყვეობაში არიან“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა კრისტოფ გრუდლერმა.

ამავდროულად, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი ოფიციალური ვიზიტით ახლო აღმოსავლეთში იმყოფება.

 

ისრაელის არმიის მხარდაჭერის მიუხედავად, შეერთებული შტატები ცდილობს ისრაელი დაარწმუნოს, რომ სამოქალაქო პირთა მსხვერპლის შესამცირებლად შესაბამისი ზომები მიიღოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend