17 დეკემბერს გვიან ღამით, რუსების მიერ ქალაქ ოდესაზე მიტანილი იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
ოდესის გუბერნატორის განცხადებით, ჩამოგდებული დრონის ნაწილი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შემდეგაც გაჩნდა ხანძარი, რომელმაც სამი საცხოვრებელი შენობა და სპორტული აღჭურვილობის საწყობი გაანადგურა.
დილით მოსახლეობა ნანგრევებს ასუფთავებდა
რუსეთი და უკრაინა ერთმანეთის მიმართულებით აგრძელებენ დრონებით იერიშს. გასული თვის განმავლობაში ორივე მხარემ გააძლიერა დრონებით თავდასხმები ამ დროს კი ახლოვდება ომის მეორე წლისთავი.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ რუსეთს აქცევს სუვერენულ, თვითკმარ ძალად, რომელიც შეძლებს, დასავლეთს წინ აღუდგეს. მან ასევე დასავლეთი შიდა პრობლემის გაღვივების მცდელობაში დაადანაშაულა.
პოლონეთში კი მსვლელობა გაიმართა უკრაინელი სამხედრო ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნით.
აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები სხვადასხვა წარწერითა და მოწოდებით. დემონსტრაცია ვარშავასა და პოლონეთის სხვა ქალაქებში მცხოვრები უკრაინელებისა და პოლონელი აქტივისტების მხარდაჭერით იყო ორგანიზებული.