ბრიუსელის ცენტრში 27 000 ადამიანი მონაწილეობდა მსვლელობაში. ისინი ისრაელსა და “ჰამასს” შორის მიმდინარე ომში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვდნენ.
Mass protest in Brussels Now – CEASEFIRE NOW pic.twitter.com/dRn1R1G0bi
— Stop Gaza Genocide (@progressero) December 17, 2023
საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, ისრაელს ზავის დადებისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნელე მენსი ამბობს, რომ თანდათან იცვლება ადამიანების ცნობიერება. თუმცა, იგი ჯერ ვერ ხედავს ქმედით ნაბიჯებს. მისი აზრით, აუცილებელია, ბელგიამ და, რა თქმა უნდა, ევროკავშირმა მიიღონ გარკვეული ზომები.
დემონსტრანტები ფიქრობენ, რომ უფრო მეტი ქვეყანა უნდა დაეხმაროს პალესტინას. მათ იმედი აქვთ, რომ მხარდაჭერა გაიზრდება და ბავშვები აღარ იქნებიან თავდასხმის სამიზნეები.
ასობით მომიტინგე გამოვიდა ინგლისის ქალაქ ბრაიტონშიც. მათ თან ჰქონდათ პალესტინის დროშები და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვდნენ.
უკვე მეთერთმეტე კვირაა, რაც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი მიმდინარეობს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით გმობენ კონფლიქტის დამანგრეველ შედეგს, რომელიც ღაზის მშვიდობიან მოსახლეობაზე აისახა.
ცეცხლის სრული შეწყვეტა მოითხოვეს დემონსტრანტებმა პარიზშიც
#BREAKING #Paris #Palestine Pro-Palestinian protest in Paris, France. pic.twitter.com/xrHWszccu0
— The National Independent (@NationalIndNews) December 17, 2023
ღაზის კონფლიქტი გადაიზარდა ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ომში, რომელიც „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ დაიწყო.