მთავარიევროპასაფრანგეთიპარიზში სანტა-კლაუსების მარათონი გაიმართა

პარიზში სანტა-კლაუსების მარათონი გაიმართა

საფრანგეთში სანტა-კლაუსების მარათონი გაიმართა. პარიზის გარეუბანში 10 კილომეტრიან მარათონს სანტას ფორმებში გამოწყობილი, უამრავი მოხალისე შეუერთდა.

მარათონში მონაწილეობის იმ მსურველებს, რომელთაც სანტას ფორმა არ ჰქონდათ, ორგანიზატორებმა წითელი ქუდები და ხალათები დაურიგეს. თუმცა მონაწილეთა უმრავლესობა ამ დღისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა და მათ ფორმებზეც წინასწარ იზრუნეს.

,,სიმართლე რომ გითხრათ, ახლა მცივა, რადგან ჯერ არ დაგვიწყია. მაგრამ მგონია, რომ ამ კოსტიუმში  მალე ძალიან დამცხება’’, – ამბობს მარათონის მონაწილე ანტუან ლიგო.

,,ძალიან კარგ ფორმაში ვარ და ასევე სრულ მზადყოფნაში, რომ დღეს მინიმუმ 10 კილომეტრი დავფარო’’, – ამბობს სტეფანი ლიგე, მარათონის მონაწილე.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend