„დღეს მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ბარიერის გადალახვა. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული – დღეს ევროკავშირი სრულად არის ორიენტირებული ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვაზე. ამ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ყველა სხვა საკითხი, იქნება ეს ფინანსური, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული თუ სხვა, შეიძლება ითქვას, მეორე ფლანგზე გადავიდა და მთავარ საკითხად დარჩა კანონის უზენაესობა“, – კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი.