მთავარიმსოფლიოევროპაგერმანიაში, ნიდერლანდებსა და დანიაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს

გერმანიაში, ნიდერლანდებსა და დანიაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს

დანიაში, გერმანიასა და ნიდერლანდებში ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკავების ოპერაციები ჩატარდა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად აქვთ ამ შემთხვევებს ერთმანეთთან საერთო. დანიის პოლიციის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ გარკვეული დაჯგუფება ტერორისტულ აქტს ამზადებდა.

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი ამბობს, რომ სიმართლეს შეესაბამება ის, რაც საგარეო დაზვერვისა და დანიის შიდა უსაფრთხოების სამსახურებმა ქვეყანაში ბოლო დროს გაზრდილი საფრთხის შესახებ განაცხადეს. მათ ღაზის კონფლიქტი და „ჰამასი“ არ უხსენებიათ, თუმცა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ  მთავრობა არ დაუშვებს, ვინმემ გარე კონფლიქტით ისარგებლოს და დანიელ ხალხს შეუქმნას საფრთხე.

დაკავებებთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ ნიდერლანდებში, თუმცა მიმდინარე კვირას უსაფრთხოების შესაბამისმა სამსახურებმა საფრთხის დონე მესამიდან მეოთხემდე გაზარდეს. მათი თქმით,  საფრთხის შემცველი ობიექტები კვლავ  საშობაო ბაზრებია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend