მთავარისაქართველოსაქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო

საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა “ტვიტერზე” დაწერა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოში სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ და საქართველოს ამ ისტორიულ თარიღს ულოცავენ.

პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში: “საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ამ ისტორიულ დღეს ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს ერთი გზავნილი აქვთ საქართველოს მოსახლეობისთვის…”

ისტორიულ დღეს ქართველ ხალხს სოციალურ ქსელებში ულოცავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსის მიღებას აფასებს.
„მინდა, ყველა მოგიწვიოთ ხვალ, 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის. ხვალინდელი დღე უნდა იყოს საერთო ეროვნული ზეიმისა და საერთო გამარჯვების დღე“, – ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს იმიტომ, რომ დღეს ყველას უხარია. ყველამ იცის, რომ ეს არის ჩვენი მომავალი და ამისათვის გადავდგით ძალიან დიდი, სერიოზული ნაბიჯი… რომ არა ერთად, ვერაფერს მივაღწევდით“, – სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend