მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარისაერთაშორისო ფორუმი: “ქალი ლიდერები ომისა და გამოწვევების დროს”

საერთაშორისო ფორუმი: “ქალი ლიდერები ომისა და გამოწვევების დროს”

საერთაშორისო ფორუმის “ქალი-ლიდერები ომისა და გამოწვევების დროს” მიზანი იყო ქართველ და უკრაინელ ქალებს შორის ბიზნესიდან და საჯარო სექტორიდან კავშირების დამყარება უკრაინელების შემდგომი ადაპტაციისა და ინტეგრაციისთვის, ასევე უკრაინიდან დევნილების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და პროფესიული თვითრეალიზაციის ხელშეწყობა.

ფორუმი 13 დეკემბერს გაიმართა და მის ფარგლებში ფოტოგამოფენაც მოეწყო, ასეთი სახელწოდებით – “ომით გაყოფილი – სიყვარულით გაერთიანებული”.

ფორუმის შესახებ ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ქართულ-უკრაინული პლატფორმის თანადამფუძნებელმა, ნინო წითლანაძემ და შავი ზღვის ქალთა კლუბის წარმომადგენელმა, ლილია გრიჩულევიჩმა ისაუბრეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend