მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის მობილური ოპერატორი კომპანია ჰაკერების თავდასხმის სამიზნე გახდა

უკრაინის მობილური ოპერატორი კომპანია ჰაკერების თავდასხმის სამიზნე გახდა

რუსეთი განაგრძობს თავდასხმებს როგორც ბრძოლის ველზე, ისე კიბერსივრცეში. უკრაინული მობილური ოპერატორი კომპანია „კიივსტარი“ რუსი ჰაკერების მხრიდან მძლავრი თავდასხმის სამიზნე გახდა.

თითქმის 24 მილიონ მომხმარებელს შეუწყდა მობილური კავშირი და ინტერნეტი. კომპანიის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება შესაბამისი სერვისების მიწოდება.

უკრაინის მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი კომპანია „კიივსტარი“ აცხადებს, რომ ჰაკერების მხრიდან მძლავრი თავდასხმის სამიზნე გახდა. კომპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ამჟამად არ მუშაობს კომპანიის ვებსაიტი, შეწყდა მობილური კავშირი და ინტერნეტის მიწოდება.

კომპანია „კიივსტარის“ გენერალური დირექტორი ოლექსანდრ კომაროვი ამბობს, რომ რუსეთთან ომს სხვადასხვა მიმართულება აქვს და ერთ-ერთი მათგანი კიბერსივრცეა. მისი თქმით, კომპანიაზე თავდასხმის გამო დროებით შეწყდა საკომუნიკაციო მომსახურება და ინტერნეტთან წვდომა. ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება მუშაობა.

მოქალაქე ოლჰა, სხვების მსგავსად, მრავალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. მისი შვილი ჩუტყვავილას გამო კარანტინშია და ვეღარ ერთვება დისტანციურად გაკვეთილებს. იგიც, სადაც მოუხერხდება, იქ უკავშირდება ინტერნეტს, რომ სამსახურის საქმე გააკეთოს.

უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში აცხადებენ, რომ მათ წარმატებით ჩაატარეს ჰაკერული ოპერაცია და შეაღწიეს რუსეთის საგადასახადო სამსახურის სერვერებზე. მოსკოვს მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend