მთავარიკუბიOpenAI-ში დაადასტურეს, რომ ChatGPT-ი ნაწილობრივ "გაზარმაცდა"

OpenAI-ში დაადასტურეს, რომ ChatGPT-ი ნაწილობრივ “გაზარმაცდა”

ბოლო დღეების განმავლობაში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩატბოტის, ChatGPT-ის მომხმარებლები ჩიოდნენ, რომ ჩატბოტი „გაზარმაცდა“ და აღარ ასრულებდა იმას, რასაც მას მომხმარებლები  სთხოვდნენ. მომხმარებლების თქმით, ხელოვნური ინტელექტი მათ ხანდახან თავხედურადაც კი პასუხობდა.

 

კომპანია OpenAI-ში დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ChatGPT​-ის ქცევა ნაწილობრივ შეიცვალა. მაგალითად, როდესაც მომხმარებელი მას სთხოვს, რომ კოდის ფრაგმენტი შექმნას, ის აძლევს  მოკლე ინფორმაციას და შემდეგ მომხმარებელს პასუხობს, რომ დანარჩენი თვითონ გააკეთოს.

OpenAI-ში აცხადებენ, რომ ჩატის “გაზარმაცების” საკითხზე მუშაობენ

კონკრეტულად კი არის საუბარი ChatGPT-ის უახლეს, მეოთხე მოდელზე, რომელიც კომპანიის ცნობით არ განახლებულა 11 ნოემბრის შემდეგ, თუმცა ეს მიზანმიმართულად არ განუხორციელებიათ. მათი თქმით, ასეთ დროს მოდელის ქცევა არაპროგნოზირებადია და ისინი ამის გამოსწორებას ცდილობენ.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend