დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ ინიცირებულ მიგრანტებთან დაკავშირებულ გეგმას, რომელიც თავშესაფრის მაძიებლების რუანდაში დეპორტაციას გულისხმობს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი მმართველ კონსერვატიულ პარტიას დაუპირისპირდა და პარლამენტში კენჭისყრით გაიმარჯვა.
მთავრობაში ამბობენ, რომ სქემა შექმნილია იმისთვის, რომ შეაჩეროს მიგრანტები, დიდი ბრიტანეთის საზღვარი პატარა ნავებით გადაკვეთონ.
სუნაკის გუნდი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ დიდ ბრიტანეთში მიგრანტების რაოდენობა შემცირდება.
სუნაკმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა პოსტი:
„ბრიტანელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ შევა მათ ქვეყანაში. ისინი არ უნდა იყვნენ კრიმინალური დაჯგუფების წევრები. ეს არის ის, რასაც ეს კანონპროექტი ითვალისწინებს“
Today MPs will vote on the toughest ever anti-illegal immigration legislation.
This bill will allow us to control who comes into this country – not criminal gangs or foreign courts.
To stop the boats, we need to back this bill.
— Rishi Sunak (@RishiSunak) December 12, 2023
ასობით მიგრანტები კი კვლავ თავშესაფრის მოლოდინშია
გაერთიანებული სამეფოს დორსეტის სანაპიროსთან ბევრი მიგრანტია, რომლებიც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ელოდებიან.