მთავარისაქართველომედიაწიგნიერება ხანდაზმულებისთვის

მედიაწიგნიერება ხანდაზმულებისთვის

დეზინფორმაცია ანუ განზრახ გავრცელებული არასწორი ფაქტები, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, ინტერნეტსივრცის განუყოფელი ნაწილია.

მიუხედავად იმისა, რომ ყალბ ინფორმაციას შესაძლოა, ნებისმიერი ტიპის მედიაში გადავაწყდეთ, ინტერნეტსივრცის გაფართოებასა და ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ადამიანები ცრუ ინფორმაციის ტალღას ყოველდღიურად აწყდებიან. რიგითი მომხმარებლისთვის ინფორმაციის გადამოწმება კი ყოველთვის ადვილი არ არის.

არაერთი კვლევა მიგვანიშნებს, რომ დეზინფორმაციის აღმოჩენა ზოგჯერ განსაკუთრებით რთული შეიძლება აღმოჩნდეს უფროსი თაობისთვის.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ხანდაზმულებისთვის ზოგჯერ ცხოვრების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მოსაზრებებთან წინააღმდეგობაში არსებული ფაქტების მიღებაც დამატებით გამოწვევას წარმოადგენს, რაც მეტად ართულებს ადამიანების ამ ჯგუფში მედიაწიგნიერების განვითარებას. რიგ შემთხვევებში კი ინტერნეტში გავრცელებულ დეზინფორმაციას შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საზიანო შედეგებიც კი მოჰყვეს.

დეზინფორმაცია ყოველთვის იარსებებს. სპეციალისტების მოსაზრებით, მისი მავნე შედეგების შესამცირებლად უნარების განვითარება საზოგადოების ყველა ჯგუფშია აუცილებელი. ეს იმ ცოდნისა და უნარების ერთობლიობას გულისხმობს, რომლებიც ინფორმაციის სწორად გაგებასა და გაფილტვრაში გვეხმარება. ამისათვის კი საჭიროა, რომ ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც ხშირად მედიაწიგნიერებაზე მომუშავე ორგანიზაციების ყურადღების მიღმა რჩებიან, საკუთარ ინტერესებსა და უნარებზე მორგებულ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობა მიეცეთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend