მთავარისაქართველოქალაქის გზებზე

ქალაქის გზებზე

ნანა მამუკაშვილი უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც მოტოციკლეტს მართავს. იგი სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლია და ყოველდღიურად აწყდება საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მისი თქმით, წლების წინ, ინფრასტრუქტურის მხრივ, დედაქალაქში ვითარება ძალიან მძიმე იყო.

მდგომარეობა ახლაც რთულია, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის გარკვეულ  ნაწილში ორბორბლიანი ტრანსპორტის მოძრაობისთვის ცალკეა გამოყოფილი ხაზი.

თბილისში ორბორბლიანი ტრანსპორტი, კერძოდ, მოტოციკლეტი და მოპედი, გადაადგილების მარტივი საშუალებაა. ამ ტენდენციას დადებითად აფასებენ როგორც ეკოლოგიის, ისე საცობების განმუხტვის მხრივ. თუმცა ძალიან ხშირია საგზაო შემთხვევები, რომლებსაც მძღოლების დაუდევრობა ან გაუმართავი ინფრასტრუქტურა იწვევს. ხშირად ეს შემთხვევები ტრაგიკულადაც სრულდება.

სპეციალისტები კანონში ცვლილებების შეტანასა და ავტოსკოლებთან დაკავშირებულ პრობლემებზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ ზოგიერთი მოქალაქე ისე იღებს მართვის მოწმობას, რომ საგზაო მოძრაობის წესები საერთოდ არ იცის.

გაზრდილი ჯარიმები და ვიდეოკამერები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბერკეტია კანონდამრღვევი ბაიკერების შესაჩერებლად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend