მთავარისაქართველო"ბაია გალერეაში" მხატვარ კაკო თოფურიას გამოფენა გაიხსნა

“ბაია გალერეაში” მხატვარ კაკო თოფურიას გამოფენა გაიხსნა

„ბაია გალერეაში“ მხატვარ კაკო თოფურიას გამოფენა გაიხსნა. ნამუშევრები სპეციალურად გალერეისთვის შეიქმნა და გამოფენის სტუმრებს აქ დიდი ზომის მონუმენტური ტილოები, ფერწერა და ასევე პოლიესთერის მასალით შესრულებული ობიექტები დახვდებათ.

როგორც გალერეის დამფუძნებელი ბაია წიქორიძე ამბობს, მხატვარი კაკო თოფურია ნახატებს სიმბოლოებად გარდაქმნის და კარგად გადმოსცემს თანამედროვე კულტურის არსს. მისივე თქმით, მხატვრის ნამუშევრებში ახალი და განსხვავებული ხედვით არის წარმოჩენილი თანამედროვე სამყაროში არსებული კულტურული ისტორიები და მითები.

კაკო თოფურია 1960 წელს თბილისში დაიბადა. მან 1978-1983 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი.  იგი ცხოვრობს და მუშაობს საფრანგეთსა და საქართველოში. მისი ნამუშევრების გამოფენა 12 დეკემბრიდან 3 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend