პროექტ „რეფორმეტრის“ ფარგლებში, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ორგანიზებით თბილისში ელექტრონული კომერციის რეფორმის შესახებ საჯარო-კერძო დიალოგი გაიმართა.
შეხვედრას ელექტრონული კომერციის რეფორმის განხორციელებაში ჩართული უწყებების, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. მხარეებმა რეფორმის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებების მოსალოდნელ შედეგებზე იმსჯელეს.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა, გიორგი პაპავამ ისაუბრა.