მთავარიმსოფლიოGoogle-მა ხელოვნური ინტელექტი Gemini წარადგინა

Google-მა ხელოვნური ინტელექტი Gemini წარადგინა

Google-ის ხელმძღვანელობას სურს, ხელოვნური ინტელექტის სფეროში თავისი სიტყვა თქვას. სწორედ ამიტომ დაიწყო ახალი პროექტი Gemini.

ეს არის ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ადამიანისა და ტექნოლოგიების ურთიერთკავშირს.

Gemini-ს თავდაპირველი ვერსიები, Nano და Pro, უკვე ჩაირთო Google-ის ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტ Bard-სა და გუგლის სმარტფონ პიქსელ 8 პროში.

Gemini-ს ყველაზე დახვეწილი ვერსია Ultra მომავალი წლის დასაწყისში გამოვა.

,,გუგლი საგრძნობლად ზრდის ფსონებს ხელოვნური ინტელექტის სფეროში. ერთ მხარეს გვყავს გიგანტი კომპანია გუგლი და მისი ხელოვნური ინტელექტი Gemini, ხოლო მეორე მხარეს ChatGPT, რომელსაც მხარს Microsoft უჭერს’’,-ამბობს კელვინ ჩენი, Associated Press-ის წარმომადგენელი.

ხელოვნური ინტელექტი თავდაპირველად ინგლისურ ენაზე იმუშავებს, თუმცა გუგლის აღმასრულებელმა დირექტორმა  ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტექნოლოგიას სხვა ენებზე მუშაობის შესაძლებლობაც ექნება.

,,ჩვენ ახალ ქმნილებაში ძალიან დიდ ინვესტიციას ვდებთ. ვფიქრობ, ჩვენი გეგმა გაამართლებს და ახალ სიტყვას ვიტყვით ხელოვნური ინტელექტის სფეროში’’,- აცხადებს სუნდარ პიჩაიგუგლის აღმასრულებელი დირექტორი.

გუგლმა სტუმრებისა და ჟურნალისტებისთვის Gemini-ს პრეზენტაცია მოაწყო

საბოლოოდ, ხელოვნური ინტელექტი Gemini გუგლის საძიებო სისტემაშიც შემოვა, მაგრამ ჯერ თარიღი ზუსტად არ არის ცნობილი.

გუგლი მომხმარებელს ჰპირდება, რომ მათი ხელოვნური ინტელექტი განსაკუთრებით ძლიერი იქნება ფიზიკასა და მათემატიკაში, რამაც შეიძლება ახალ სამეცნიერო კვლევებს შეუწყოს ხელი და ადამიანის ცხოვრებაც  გააუმჯობესოს.

კრიტიკოსები არ ეთანხმებიან ამ გამოგონებებს. მათი აზრით, ხელოვნური ინტელექტი მალე მთლიანად ჩაანაცვლებს ადამიანს, რაც მილიონობით სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend