მთავარისაქართველოევროპის მოედანზე ევროკავშირის ყველაზე დიდ დროშას გაშლიან

ევროპის მოედანზე ევროკავშირის ყველაზე დიდ დროშას გაშლიან

თბილისის ერთ-ერთ ატელიეში დილიდან სამზადისია. აქ მსოფლიოში ევროკავშირის ყველაზე დიდ დროშას კერავენ. რეკორდული მასშტაბის დროშა 726 კვადრატული მეტრი იქნება.

მისთვის განკუთვნილი 12 ვარსკვლავი კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეიკერა, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთშიც. ვარსკვლავებს დროშაზე დღის ბოლოს თბილისში დაამაგრებენ.

დროშას 9 დეკემბერს გაშლიან. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მარში სახელწოდებით “ჩვენი ხმა ევროპას” რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება. სწორედ აქ უნდა გაშალონ მსოფლიოში ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშა.

“ეს დროშა იქნება სიმბოლური აქტი, რომელიც თორმეტი ვარსკვლავით იქნება დამშვენებული და ეს თორმეტი ვარსკვლავი ჩამოვა თორმეტივე რეგიონიდან. უკვე თერთმეტი ვარსკვლავი გვაქვს და დღეს საღამოს ველოდებით მეთორმეტეს, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან უნდა გადმოიტანონ ჩვენმა სტუდენტებმა გალიდან და სოხუმიდან”, – ამბობს ნოდარ ჩაჩანიძე, სამოქალაქო აქტივისტი.

ორგანიზატორების თქმით, 9 დეკემბერს დაგეგმილი მსვლელობა და გაშლილი დროშა კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროპული არჩევანის ერთგულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend