მთავარიევროპასაფრანგეთისრულად რესტავრირებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 2024 წლის 8 დეკემბერს გაიხსნება

სრულად რესტავრირებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 2024 წლის 8 დეკემბერს გაიხსნება

2019 წელს პარიზის ერთ-ერთი უდიდესი ღირსშესანიშნაობა, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, უბედური შემთხვევის შედეგად დაიწვა. ტაძრის აღდგენა უკვე ბოლო ფაზაშია და მისი გახსნა 2024 წლის 8 დეკემბრისთვის იგეგმება.

გახსნამდე ტაძარს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დაათვალიერებს.

როცა დურგლები და ხელოსნები თავიანთ საქმეს დაასრულებენ, ტაძარს მღვდლებსა და მგალობლებს გადასცემენ.

ისინი თავიანთი ლოცვითა და საგალობლებით, საკათედრო ტაძარს ისევ აჩუქებენ სიცოცხლეს და ხელახლა აავსებენ მას ადამიანური სიხარულით.

სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი ტაძრის მგალობელთა გუნდი უკვე ემზადება გახსნის დღისთვის. მათ სჯერათ, რომ ტაძრის გახსნის ცერემონია განდევნის მათ გულებში დასადგურებულ იმ ტკივილს, რომელიც 2019 წლის ხანძარმა მიაყენა ტაძარს.

,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ჩვენი სახლია. ეს 4 წელიწადი ჩვენთვის ძალიან რთული იყო, რადგან, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მეორე სახლი დავკარგეთ. ამ პერიოდში 50-ამდე კონცერტი გაგვიუქმდა. ახლა კი სულ რაღაც ერთი წელი დარჩა გახსნამდე და მოუთმენლად ველით ამ დღეს’’, – ამბობს ჰენრი შალე, გუნდის მთავარი დირიჟორი.

ტაძრის ახალი გუმბათი მუხის კოჭებს ეყრდნობა, რომელიც შუა საუკუნეებში გამოიგონეს და შესაბამისად ტაძარს პირვანდელ იერსახეს შეუნარჩუნებს.

ტაძრის რესტავრატორების თქმით, ზაფხულისთვის კათედრალის გარეთა მხარეს დასრულებული იერი უნდა მიეცეს, რადგან პარიზში ჩასატარებელი ოლიმპიური თამაშების გამო, უამრავი დამთვალიერებელი და ტურისტი იქნება ქვეყანაში.

,,10 წლის ვიყავი როცა ტაძრის გუნდს შევუერთდი და ახლა 17 წლის ვარ. ჩემთვის ნოტრდამი მეგობარივითაა. ძალიან მენატრება ტაძარში სიმღერა’’, – ამბობს ადრიელ დომერგი, გუნდის წევრი.

ასევე რესტავრაცია უტარდება და მტვრისგან იწმინდება ღვთისმშობლის ტაძარში არსებული საფრანგეთის ყველაზე დიდი მუსიკალური ინსტრუმენტი, ორგანი, რომელიც ხანძარს სასწაულებრივად გადაურჩა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend