მთავარისაქართველო"რაც მოვასწარი"

“რაც მოვასწარი”

“ჩემი თეთრი კრავი”, “შობის მახარებლები”, “კეთილი მწყემსი”, “ყაჯარები”…

ეს ლევან მარგიანის მინიატიურული ნამუშევრებია.

“ბაია გალერეაში” გამოფენილი ნამუშევრების ნაწილი, შობის დღესასწაულის თემაზე შექმნილი საეკლესიო კედლის მხატვრობისა და ხატწერის ტრადიციის ლევან მარგიანისეული გაგრძელებაა, ზოგი მათგანი კი ყაჯარული ფერწერითაა შთაგონებული.

1994 წლიდან დღემდე მხატვრის პერსონალურ გამოფენას საქართველოსა და მის გარეთ მრავალმა საგამოფენო სივრცემ უმასპინძლა.

ამ სივრცეში გამართულ გამოფენას კი ლევან მარგიანმა პირობითად “რაც მოვასწარი” დაარქვა.

თითოეულ მინიატიურას ლევან მარგიანი თავისივე დიზაინით შექმნილი ჩარჩოებით აფორმებს: მოვერცხლილი სპილენძი, ფილიგრანი, ძოწი, მარგალიტი, აკვამარინი. ამ და სხვა მასალით შექმნილი ყოველი ჩარჩო თითოეულ ნამუშევარზე ზუსტადაა მორგებული.

მინიატიურებისა და უნიკალური ჩარჩოების მსგავს სინთეზს სხვაგან ვერსად შეხვდებით.

ფერმწერი და მინიატიურისტი 6 შვილის მამაა. მისი ნახატი “სახლი ბედნიერი” ერთ-ერთია იმ მრავალ ნამუშევარს შორის, რომელიც მხატვარმა შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში ოჯახის თემატიკაზე შექმნა.

საკუთარი შთაბეჭდილებები გამოფენის დამთვალიერებლებმაც გაგვიზიარეს. მსურველებს ნამუშევრების დათვალიერება 10 დეკემბრამდე შეეძლებათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend