მთავარისაქართველოროგორ ვითარდება რუსულენოვანი განათლება საქართველოში

როგორ ვითარდება რუსულენოვანი განათლება საქართველოში

როგორ ვითარდება რუსულენოვანი განათლება საქართველოში იმ ფონზე, როდესაც უკვე ორი წელია უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება – ეს საკითხი შეისწავლა “სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა”. კვლევამ აჩვენა, რომ მკვეთრი მატებაა რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქე მოსწავლეების ზრდის თვალსაზრისით საგანმანათლებლო სივრცეში. მათი დიდი ნაწილი ნაწილდება რუსულენოვან სექტორებში.

კვლევის ავტორები განათლების არაფორმალურ ნაწილზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ იმ მოზარდების რაოდენობა, რომლებიც ქვეყანაში 2022 წლიდან შემოვიდნენ, ორჯერ მეტია, ვიდრე იმ მოსწავლეების, რომლებსაც განათლების სისტემა ხედავს. ეს კი მათი შეფასებით იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით, მოსწავლეთა ნახევარზე მეტი ალტერნატიულ განათლებას იღებს.

კვლევაში სასკოლო განათლების დასრულების შემდგომი განათლების პერსპექტივებზეც იყო საუბარი, სადაც გამოიკვეთა, რომ მოსწავლეების დიდი ნაწილი უმაღლესი განათლების მიღებას საქართველოში გეგმავს. ეს ტენდენცია კი განსაკუთრებით იკვეთება ბათუმის სკოლების მოსწავლეებში. ეს მოსწავლეები დაინტერესებულები არიან ქართული ენის სათანადო სწავლით და შიშობენ, რომ ვერ ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს ქართული ენის არასაკმარის დონეზე ფლობის გამო. კვლევაში საუბარია, რომ ამ მოსწავლეების დიდ ნაწილს სურვილი არ აქვს, სწავლა რუსეთში განაგრძოს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend