მთავარიმსოფლიოთეირანი და მოსკოვი ვაშინგტონის წინააღმდეგ

თეირანი და მოსკოვი ვაშინგტონის წინააღმდეგ

რუსეთის ფედერაციამ და ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავს მოსკოვისა და თეირანის მიერ საკუთარი საგარეო პოლიტიკის უკეთ კოორდინაციასა და პირველ რიგში ვაშინგტონის მიერ ორივესთვის დაწესებული სანქციებისთვის საერთო პასუხის გაცემას. თეირანსა და მოსკოვს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კარგი მაგალითია უკრაინაში მიმდინარე რუსული ინტერვენციის ფონზე ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის მიყიდული სამხედრო დრონები და ასევე ბალისტიკური რაკეტები.

სერგეი ლავროვი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი: “ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ ჩვენი სახელმწიფოების წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისათვის გვერდის ავლის მიზნით ძალისხმევის გაერთიანებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია წინ და დაგვეხმარება ჩვენ, მსოფლიო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ ვაშინგტონის მიერ დიპლომატიის მაგიერ წარმოებულ ეკონომიკურ ძალადობას აღვუდგეთ წინ”.

ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი: “ჩვენ შორის გაფორმებული ხელშეკრულება ნათელი დასტურია იმისა, რომ ჩვენ ამერიკული მხარის მიერ წარმოებულ აგრესიულ საგარეო პოლიტიკას შესაბამისად ვპასუხობთ”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend