“ააშენე საქართველო” – ეს არის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ შემუშავებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე პროცესებში წარმატებული და ახალგაზრდა ლიდერები ჩართოს.
IRI-ში აცხადებენ, რომ ამ გზით შეეცდებიან ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზები ერთობლივად შეიმუშაონ, რაც ამავდროულად ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის წახალისებას შეუწყობს ხელს.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში IRI-ის დირექტორის მოადგილემ, ლადო რაზმაძემ და პროექტის “ააშენე საქართველო” მრჩეველთა საბჭოს წევრმა, ლანა ჩხარტიშვილმა ისაუბრეს.