ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სამხრეთით დროებითი პაუზა გამოაცხადეს. სოციალურ ქსელში მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი ტაქტიკური პაუზა ამოქმედდება, ჰუმანიტარული დახმარების შესვლის მიზნით.
The residents of Gaza have been instructed to refrain from using the Salah al-Din Road, and instead have been redirected to different routes.
A local tactical pause will take effect today in the Rafah area until 14:00, for the purpose of allowing the entrance of further… https://t.co/R6xmBbc3l2
— Israel Defense Forces (@IDF) December 5, 2023
გამოცემა The Wall Street Jouranl-ის თანახმად, ისრაელის არმიაში ღაზის სექტორში არსებული გვირაბების დატბორვას განიხილავენ. მათივე ინფორმაციით, ისრაელი ამ გზით შეეცდება მებრძოლებს გვირაბებიდან გამოსვლა აიძულოს. გავრცელებული ცნობით, ისრაელის არმიის სამხედროებმა ნოემბრის შუა რიცხვებში ღაზის სექტორში, აშ-შატის დევნილთა ბანაკიდან ჩრდილოეთით სულ მცირე 5 სატუმბი დაამონტაჟა.
სააგენტო Reuters წერს, რომ ისრაელის არმიის წარმომადგენელმა გვირაბების ჩაძირვის გეგმის შეფასებაზე უარი უთხრა, თუმცა განაცხადა, რომ მუშაობენ „ჰამასის“ ტერორისტული პოტენციალის სამხედრო და ტექნოლოგიური საშუალებებით განადგურებაზე.