თბილისში, ორხევის სოციალურ საცხოვრისში დასახლებულები დახმარებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ საცხოვრისის შენობა ძალიან რთულ მდგომარეობაშია, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს. დღეს ამ საკითხზე მათი უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა”, გამართა პრესკონფერენცია.
ცენტრში აცხადებენ, რომ მერიის მოვალეობაა უზრუნველყოს დაზარალებულები სათანადო პირობებით. იმავე წყაროს ცნობით, მერიამ შენობის შეფასება უკვე გააკეთა და დასკვნაში წერია, რომ მისი რეაბილიტაცია შეუძლებელია. მერიაში დღეს ევრონიუს ჯორჯიას განუცხადეს, რომ ეს საკითხი განხილვის ეტაპზეა და გადაწყვეტილება და კონკრეტული გეგმა ჯერ არ არის ცნობილი.