ღაზის სექტორის სამხრეთით, ქალაქ ხან იუნისის სამხედრო ჰოსპიტალში ვითარება მძიმეა, სასწრაფო მანქანებს იქ მუდმივად შეჰყავთ დაჭრილები, მათ შორის, ბავშვები, ქალები და მოხუცები…
მძიმედ დაშავებული იმდენია, რომ საავადმყოფო მათ ვერ იტევს, ამიტომ ბევრს ცივ იატაკზე უწევს წოლა და ლოდინი მანამ, სანამ ექიმები მათ სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.
„სკოლაში ვიყავით, როცა დავინახეთ, რომ რაკეტები გვეცემოდა. ღმერთი ჩვენ გვიცავს ბოროტი ხალხისგან. დაე, ღმერთმა განსაჯოს ისინი, ქუჩაში ბევრი დაჭრილი ადამიანი ვნახეთ, ასევე ის ბოროტი ხალხიც, რომლებიც სხვებს აწამებდნენ”, – ამბობს დაშავებული.
7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში მცხოვრები 2,3 მილიონი მოსახლეობის 80%-მა სახლები დატოვა. შედეგად, ხალხმრავალი სანაპირო ზოლის დიდი ნაწილი უკაცრიელ უდაბნოდ იქცა. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ დაიღუპა 15 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთაგან 70% ქალები და ბავშვები არიან, ასევე ათასობით ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, ბევრი კი ამ დრომდე ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.
🔴Bombardment in southern Gaza increases mass displacement. Aid deliveries further strangled.
The resumption of the military operation and its expansion further in southern Gaza is repeating horrors from past weeks.
Full statement by @UNLazzarini 👇: https://t.co/NS818sFUEp pic.twitter.com/lWkyLjRju3
— UNRWA (@UNRWA) December 4, 2023
ამასთან, ისრაელი აცხადებს, რომ მან უნდა გაანადგუროს “ჰამასის” უზარმაზარი სამხედრო ინფრასტრუქტურა, თავად “ჰამასი” კი ძალაუფლებას ჩამოაშოროს, რათა 7 ოქტომბრის მსგავსი თავდასხმა ისრაელზე აღარასოდეს განმეორდეს…