მთავარიევროპასაფრანგეთი"ტერორიზმის წინააღმდეგ საკანონმდებლო ჩარჩო უნდა გამკაცრდეს" - საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი

“ტერორიზმის წინააღმდეგ საკანონმდებლო ჩარჩო უნდა გამკაცრდეს” – საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანი სახელმწიფოში ტერორიზმის წინააღმდეგ არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს გამკაცრებას უჭერს მხარს. ეს განცხადება ფრანგმა მაღალჩინოსანმა დედაქალაქში ტურისტზე მომხდარი თავდასხმის შესახებ საუბრისას გააკეთა. თავდამსხმელი 2020 წელს უკვე იყო დაკავებული და ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობდა. თავდასხმამდე ტერორისტმა სოციალურ ქსელში ეგრეთწოდებული ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა.

ჟერალდ დარმანი, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: “რამდენიმე საქმეს სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებიც იკვლევენ, ეჭვმიტანილებზე დაკვირვება 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. ჩვენი მიზანია, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს ჩვენს ქალაქებში დასაყრდენი გამოეცალოთ. ამ ტერორისტულ თავდასხმებს გავლენა მთელ დასავლეთზე აქვს. ტერორისტული საფრთხე დიდია, აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებიც, რათა ჩვენს სამართალდამცველებს უფრო ეფექტიანი საქმიანობის საშუალება მიეცეთ”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend