კვირას რუსი სამხედროების მიერ ხერსონის რეგიონის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა.
უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მათ 10 რუსული დრონი გაანეიტრალეს. უკრაინის დასავლეთში უამინდობის გამო 1000-ამდე დასახლებასა და სოფელს შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგია.
უკვე მეორე ზამთარი დაიწყო, რაც უკრაინის დასაცავად მიმდინარეობს ბრძოლები. ოჯახის წევრები ჯარისკაცების მხარდასაჭერად იკრიბებიან. ზოგი ტყვედ ჩავარდნილი სამხედროების დაბრუნებას ითხოვს, ზოგსაც აინტერესებს, რამდენ ხანს შეძლებენ გადაღლილი ჯარისკაცები ყოველდღიურ ბრძოლას. სამხედროების ახლობლები ფრონტის ხაზზე ყოფნის ვადის დაწესებას მოითხოვენ.
“ესოშიეითიდ პრესთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ომი ახალ ფაზაში შევიდა და რომ ზამთარი სამხედრო მოქმედებებს მნიშვნელოვნად აფერხებს. https://t.co/RF7omS8zq4
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) December 1, 2023
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი ბრძოლის ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს. კიევში გამოძიება დაიწყო რუსული ძალების მიერ ტყვედ აყვანილი უკრაინელების დახოცვასთან დაკავშირებით. ვრცელდება ამ შემთხვევის ამსახველი ვიდეოც. სამხედრო ტყვეების მკვლელობა ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევაა და, შესაბამისად, სერიოზული საერთაშორისო დანაშაულია.