მთავარიევროპაჩეხეთის რესპუბლიკაჩეხეთში აუსტერლიცის ისტორიული ბრძოლის გათამაშება გაიმართა

ჩეხეთში აუსტერლიცის ისტორიული ბრძოლის გათამაშება გაიმართა

სანტონის გორაზე ათასობოთ ადამიანი შეიკრიბა. მაყურებელს საშუალება ჰქონდა ენახა, თუ როგორ იბრძოდა რამდენიმე საუკუნის წინ სამი იმპერატორი აუსტერლიცში.  

ყველასთვის ცნობილია, რომ  ნაპოლეონის 60 000-მა ჯარისკაცმა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე პირველისა და ავსტრიის იმპერატორის არმიები დაამარცხა. ღონისძიებას ისტორიის მოყვარულებიც ესწრებოდნენ.

ღონისძიების ორგანიზატორის მიროსლავ ჟანდორას თქმით,  წელს ამ წარმოდგენაში მონაწილეობს 15 ქვეყნიდან 1200 ჯარისკაცი, 60 ცხენი, გამოყენებულია ასევე 25 ქვემეხი.

წარმოდგენამ წელს ჩვეულზე მეტი მაყურებელი მოიზიდა, რასაც ხელი შეუწყო რიდლი სკოტის ისტორიული ჟანრის ფილმის „ნაპოლეონის“ პრემიერამ. თუმცა ფილმთან დაკავშირებით თავშეკავებული პოზიციები აქვთ ადგილობრივ ისტორიკოსებს, მათ შორის იაკუბ სამეკს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ნაპოლეონის შესახებ წიგნი გამოსცა.

იაკუბ სამეკი, რომელიც ამავე დროს ღონისძიების ორგანიზატორიც არის,  ამბობს, რომ მან ფილმი რეალურად ააგო ლეგენდაზე, რომელიც ნაპოლეონმა ბრძოლის შემდეგ თავის პროპაგანდისტულ ბიულეტენში გადმოსცა. ლეგენდის მიხედვით, ქვემეხებით ესროლეს გაყინულ ტბას, რის შედეგადაც ყინული გატყდა და  მოწინააღმდეგის ათასობით ჯარისკაცი დაიღუპა.

ამერიკელი მსახიობი მარკ შნაიდერი,  ნაპოლეონის მსგავსად, 2005 წლიდან უდგას სათავეში ფრანგ ჯარისკაცებს. მასაც თავისი დამოკიდებულება აქვს ფილმთან დაკავშირებით. მისი თქმით,  ფილმი დატვირთულია დრამატული სცენებით. ბევრი რამ არის დამატებული, რაც,  სამწუხაროდ, არ ასახავს იმ კონკრეტულ პერიოდს.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ აუსტერლიცის ბრძოლა ვაზით გაშენებულ სივრცეში მიმდინარეობდა, რეჟისორმა კი მის ნაცვლად მთიანი ადგილები აირიჩია.  ფილმში ჩანდა ბანაკი და თხრილები, რომლებიც სინამდვილეში არ ყოფილა.  ასევე რეჟისორის გადაწყვეტით,  მოწინააღმდეგის ათასობით ჯარისკაცი გაყინულ ტბაში დაიხრჩო, რაც არ შეესაბამება ისტორიულ ფაქტებს.

ღონისძიების ორგანიზატორებს სურთ, მომავალ წელს მოიწვიონ რიდლი სკოტი და დაათვალიერებინონ გარემო და აჩვენონ ის, თუ რეალურად როგორ მიმდინარეობდა  ეს ისტორიული ბრძოლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend