მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარი„სასტუმრო მეტალურგი“ - დოკუმენტური ფილმის პრემიერა

„სასტუმრო მეტალურგი“ – დოკუმენტური ფილმის პრემიერა

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ქართული დოკუმენტური ფილმის „სასტუმრო მეტალურგის“ ჩვენება გაიმართა, რომლის რეჟისორები გიორგი ვარსიმაშვილი და ჟან ნუში არიან. ქართულ-ფრანგული ნამუშევარი პირველად 2023 წელს შეფილდის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე უჩვენეს. ფილმი ოქტომბერში ლონდონის კინოგაქირავებაში ჩაეშვა.

„სასტუმრო მეტალურგი“ მოგვითხრობს აფხაზეთიდან დევნილი შვიდი ქალის შესახებ, რომლებიც 90-იანი წლების დასაწყისში წყალტუბოს მიტოვებულ სანატორიუმ „მეტალურგში“ დასახლდნენ. 2022 წელს, სანატორიუმის გასხვისების შედეგად, ისინი იძულებულები არიან დატოვონ სივრცე და საცხოვრებლად გადავიდნენ მათთვის ახლად აშენებულ ბინებში.

ევრონიუს ჯორჯიას ეთერში კინორეჟისორმა გიორგი ვარსიმაშვილმა ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend