მთავარისაქართველოსამხედრო განათლება სკოლაში

სამხედრო განათლება სკოლაში

საქართველოს სკოლებში სამხედრო განათლება აქტუალური საკითხია. მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ ამის მიზეზი რეგიონში არსებული საომარი დაპირისპირებები და ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტორია. ისინი ფიქრობენ, რომ ყველა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს საგანგებო ვითარებაში ქცევის წესები იმისთვის, რომ მოსწავლეები საგანგებო თუ კრიზისულ სიტუაციებს მომზადებულნი შეხვდნენ.

სამხედრო განათლების აუცილებლობაზე საუბრობენ სამხედრო, პატრიოტული, მოხალისეობრივი ორგანიზაციები, რომლებიც რეგიონში განვითარებული საომარი მოქმედებების შემდეგ განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მათი თქმით, ამ სამხედრო პატრიოტული ორგანიზაციით დაინტერესებული ახალგაზრდების უმრავლესობამ არ იცის, როგორ მოიქცეს კრიზისულ სიტუაციაში. ამ დანაკლისის შევსებას, სწორედ ორგანიზაციის ინსტრუქტორები ცდილობენ.
რა ხდება სკოლებში… საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2020-21 სასწავლო წელს საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“ 10 საპილოტე სკოლის პროგრამაში შევიდა. 2023-24 სასწავლო წლისთვის კი სკოლების რაოდენობა 80-ამდე გაიზარდა და საგანს დაემატა „სამხედრო საქმე“, რომელიც პრაქტიკულ მეცადინეობებსაც მოიცავს და, ზოგადი ინფორმაციის მიწოდების გარდა, კრიზისულ და საომარ ვითარებაში ქცევის წესების სწავლებასაც გულისხმობს.

ამ ეტაპზე „სამხედრო საქმეს“ 4000-ამდე მეცხრეკლასელი სწავლობს. საგანს „თავდაცვა და უსაფრთხოება – სამხედრო საქმე“ თადარიგის ოფიცრები ასწავლიან. პედაგოგები მიიჩნევენ, რომ იმ უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოს აქვს, სასწავლო კურსი ყველა სკოლაში უნდა დაინერგოს. ეს თავად მოსწავლეებსაც უნდათ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყება 2018 წლიდან ხელმძღვანელობს პროგრამას „ჩვენი ჯარი“. 2022-2023 წელს ამ პროგრამის ფარგლებში მოქმედმა სამხედრო მოსამსახურეებმა 1300-ამდე საჯარო სკოლაში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად სემინარები ჩაატარეს.

ჯერჯერობით საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება – სამხედრო საქმე“ ყველა სკოლის პროგრამაში არ არის შეტანილი. საზოგადოების მოთხოვნა კი საკმაოდ მაღალია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend